გადახდის წესები და პირობები

მონაწილეობის მიღება რეგისტრაცია.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია (თუკი არ ხართ დარეგისტრირებული).
შედით სასურველი ღონისძიების განცხადების გვერდზე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კლასი და გააკეთეთ განაცხადი.
პირველად მონაწილეობის შემთხვევაში, საჭიროა თქვენი რეკვიზიტების შევსება. განმეორებით მონაწილეობის მიღებისას,  შესაძლებელია გამოიყენოთ რეგისტრაციის დროს არჩეული სახელი და პაროლი.

გადახდა / გადახდის პირობები.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებათ საჭიროა ავტორიზაცია ვებ გვერდზე. 

თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები უნდა ემთხვეოდეს ღონისძიებაში მონაწილე პირის მონაცემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე პირი არ დაიშვება შეჯიბრზე და თანხის დაბრუნება არ მოხდება!

გადახდა შესაძლებელია ონლაინ და ადგილზე რეგისტრაციის დროს (ადგილზე რეგისტრაციის დრო შეზღუდულია).

მონაწილეობის და გადახდის გაუქმება შესაძლებელია შეჯიბრის ან ღონისძიების დაწყებამდე 48 საათით ადრე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ პირის რეგისტრაციის დროს მითითებული ელ ფოსტიდან  გამოიგზავნება შესაბამისი მოთხოვნა .

 თანხა დაუბრუნდება მონაწილეს მხოლოდ იმ ანგარიშზე საიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა. თანხის ჩარიცხვა მოხდება არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.

მომხმარებლის დაცვა.
მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად, დაგვიკავშირდით  სატელეფონო ცენტრში, ნომერზე: 2422463 ან მოგვწერეთ info@gac.org.ge
პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (სატელეფონო, ციფრული, ელექტრონული და სხვა.). პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.

 

კონფიდენციალურობის დაცვა.
„საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი“ უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი“  მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე (პირის იდენტიფიცირება, პირისთვის მომსახურების გაწევა და სხვ.), მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია „საკ“-გან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა).

 

 

Close Menu
×
×

Cart