შეჯიბრის დებულება

 

შეჯიბრების დებულება

საქართველოს თასი წყვილთა რბოლაში

(ღია ტურნირი)

საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი „საკ“

  1. შეჯიბრების პროგრამა
  1. მონაწილეთა რეგისტრაცია

     ტექნიკური  დათვალიერება                                                 10:00 სთ-დან – 11:00 სთ-მდე;

  1. ბრიფინგი     11:00 სთ-დან – 11:10 სთ-მდე;
  2. კვალიფიკაცია      11:10 სთ-დან – 13:00 სთ-მდე
  3. შეჯიბრების სტარტი:

     ა). მონო წამყვანი ავტომობილებისთვის (წინა/უკანა)       13:00 სთ-დან – 15:00 სთ-მდე         

     ბ). 4X4  წამყვანი ავტომობილებისთვის                                15:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე         

     გ). აბსოლიტური კლასი                                                           17:00 სთ-დან – 18:30 სთ-მდე

  1. პროტესტები ყოველი გარბენის შემდეგ.
  2. დაჯილდოება         18:30  სთ.

 

  1. შეჯიბრების ორგანიზატორი, ოფიციალური პირები

შეჯიბრების ორგანიზატორი:

ა.(ა).ი.პ. საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი
საქართველო, თბილისი. ე. მიქელაძის 20
ელ. ფოსტა: info@gac.gac.org.ge
შეჯიბრების კოორდინატორი:  მანუჩარი ომანაძე 568600600


შეჯიბრის ადგილი:   თბილისი

ოფიციალური პირები:

შეჯიბრების დირექტორი:      .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .    

შეჯიბრების ხელმძღვანელი:  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .   

შეჯიბრების მთავარი მდივანი: .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  . 

შეჯიბრების მთავარი ტექ. კომისარი: .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .

შეჯიბრების მთავარი მსაჯი:  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .   .  .  .  .  .  .  .  .  .  . 

შეჯიბრების მთავარი ქრონომეტრაჟისტი: .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  .  . 

  1. შეჯიბრების ტრასა
    3.1. შესასრულებელი  გარბენის  რაოდენობაა  2  მოგებამდე.
    3.2. დისტანციის სიგრძე: ——- მ
    3.2. შეჯიბრების ხანგრძლივობა: ——– საათი

 4. შეჯიბრების პირობები

4.1. შეჯიბრება ტარდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ)     სპორტული კოდექსის შესაბამისად და ამ დებულების თანახმად.
4.2. მრბოლელს უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს შეჯიბრების რეგლამენტის შესაბამისად.
4.3. ორგანიზატორს უფლება აქვს შეუცვალოს განაცხადში მითითებული კლასი, თუ მისი ავტომობილი  არ  აკმაყოფილებს გაცხადებული კლასის ტექნიკურ  მოთხოვნებს ან უარი განუცხადოს მსურველს შეჯიბრებაში მონაწილეობაზე, თუ მისი ავტომობილი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას როგორც მონაწილეს, ასევე გარშემომყოფთ.
4.4. მრბოლელს უფლება აქვს  განაცხადი  გააკეთოს  დებულების  შესაბამის  დროში. დაგვიანების  შემთხვევაში  განაცხადი  არ  მიიღება.
4.5. ერთი  ავტომობილით  ასპარეზობის  უფლება  აქვს  მაქსიმუმ 2  (ორი)  მონაწილეს.
4.6. მონაწილეებს უფლება აქვთ დააყენონ ავტომობილზე ნებისმიერი ტიპის საბურავი,  გარდა სპორტული („სლიკი“) საბურავისა და ნახევრად სპორტულს („პოლუსლიკი“) .

  1. შეჯიბრების წესები
    5.1. სტარტი:  მსაჯის  მითითებით.
    5.2. ფინიში: ზოლის გადაკვეთით.
    5.3. რბოლა: მონაწილეების დაწყვილება ხდება საკვალიფიკაციო დროების მიხედვით.    თითოეული    მონაწილე    საკვალიფიკაციო    რბოლის    დროს    დისტანციას გადის  1-ჯერ. ფინიშის გადაკვეთის შემდეგ მრბოლელს ეძლევა გამაგრილებელ წრეზე წასვლის უფლება, მაგრამ გამაგრილებელი წრე აუცილებლად უნდა გაიაროს არასარბოლო რეჟიმში.
    5.4. წყვილში გამარჯვებული გადადის მომდევნო ეტაპზე, ხოლო დამარცხებული ეთიშება  ასპარეზობას.
    5.5. კვალიფიკაციის დროების მიხედვით  დაკომპლექტდება  საუკეთესო  16  მონაწილე, როგორც პრო კლასში, ასევე მოყვარულთა  შორის. შეჯიბრის მთავარ მსაჯს შეუძლია შეცვალოს მონაწილეობის ბადე.
    5.6. პირველი შერკინება ხდება შემდეგი პრინციპით: საუკეთესო დროის მქონე მონაწილე ხვდება უარესი დროის მქონე მონაწილეს.
    5.7. იმ  შემთხვევაში,  თუ  კლასში ვერ  ხერხდება  16 მონაწილის    გამოვლენა,    რბოლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ადგილზე შესაძლებელია დაწყვილების  პრინციპის ცვლილება.
    5.8. დისტანციის გავლის ყველა მცდელობა აითვლება სტარტიდან ფინიშის ჩათვლით.
    5.9. არასწორად გავლილი სარბოლო გარბენი ითვლება არ შესრულებად და მონაწილეს გარბენი ეთვლება წაგებად.
    6.0.  ჯარიმა ეკისრება იმ ავტომობილბს რომლებმაც მოახდინეს დროის ან სარბოლო მონაკვეთის შემცირება. ჯარიმას განსაზღვრას მთავარი მსაჯი.
6.მონაწილეები.

6.1. შეჯიბრებაზე დაიშვებიან პირები, რომელთაც გააჩნიათ ავტომობილის მართვის მოწმობა  ან  ეროვნული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის  ლიცენზია.
6.2. მონაწილე ვალდებულია მონაწილის ბარათის შევსების დროს ჩაწეროს ინფორმაცია  სრულყოფილად, ორგანიზატორის მოთხოვნის შესაბამისად.

6.3. შეჯიბრება ატარებს ღია ტურნირის სახეს და  მასში  მონაწილეობის  მიღების უფლება  აქვთ როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
6.4. პასუხისმგებლობა მატერიალურ ზარალზე, როგორც მონაწილეების და მათი ქონების  მიმართებაში, ასევე მესამე პირთა და სახელმწიფო ქონების მიმართებაში, ევალებათ უშუალოდ ზარალის გამომწვევ პირებს. ორგანიზა-ტორი  ამ  პასუხისმგებლობას  არ  იზიარებს.
6.5. დაშვებულია ავტომობილის ტექ. შეკეთება და საწვავით შევსება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რისთვისაც მონაწილეს ეძელვა მაქსიმუმ 10 წუთი.
6.6. სარბოლო მონაკვეთზე უსაფრთხოების ღვედების არ ქონის შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება შეჯიბრებიდან. 4X4 და მონო კლასში ავტომობილის დაშლა აკრძალულია.
6.7. პროფესიონალური რბოლისთვის განკუთვნილი ავტომობილი დაიშვებიან მხოლოდ აბსოლიტურ კლასში.

6.8. აბსოლიტური კლასი:
შეჯიბრზე   დაიშვებიან პირები, რომელთაც გააჩნიათ ავტომობილის მართვის მოწმობა  ან  ეროვნული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის  ლიცენზია. აბსოლიტურ კლასში ღია თლებიანიანი ავტომობილი არ დაიშვებიან. არ დაიშვებიან სპორტული საბურავით (სლიკით)

  1. პირადობის მოწმობა ან მრბოლელების ლიცენზია;
  2. ავტომობილის ტექნიკური პასპორტი;

6.9. მოყვარუთა კლასი:
შეჯიბრებაზე დაიშვებიან პირები,  რომელთაც  გააჩნიათ  მოქმედი  მართვის მოწმობა  და  ამ შეჯიბრებისთვის უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული ავტომობილი.
მოყვარულთა კლასში არ დაიშვებიან პირები რომელთაც ბოლოს 3 წლის მანძილზე ჰქონდათ პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.

 წარმოსადგენი საბუთები:

  1. მართვის მოწმობა.
  2. ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
  1. მონაწილე ავტომობილები
    7.1. შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ ტექნიკურად გამართული მსუბუქი ავტომობილები (ძარის სრული კომპლექტაციით), რომლებიც შეესაბამება საგზაო  უსაფრთხოების  წესებს.

7.2.  ავტომობილზე დაშვებულია სპონსორის და სპორტული  აქსესუარების  რეკლამირება ნებისმიერ  ადგილას,  გარდა  ხედვითი  და  წინა  გვერდითი  შუშებისა. ნებისმიერ  ადგილზე  (თუ  ის  არ  ზღუდავს  მძღოლის ხედვია  არეს) დაშვებულია სარეკლამო წარწერა, რომელიც:

–  არ არის აკრძალული კანონმდებლობით;
–  არ ეწინააღმდეგება მორალის ნორმებს;
–  არაპოლიტიკურია;
–  არ იკავებს აუცილებელი აღნიშვნების ადგილებს ავტომობილის ძარაზე.
7.3. ყველა  მონაწილე   ავტომობილს   უნდა   გააჩნდეს   სასტარტო   ნომრები   ავტომობილის ორივე მხარეს.

 

  1. პროტესტები
    8.1. პროტესტები  მიიღება  მონაწილისაგან  ან  წარმომადგენლისაგან  წერილობით მთავარი  მსაჯის  სახელზე  გარბენის დამთავრების შემდგომ  10 (ათი) წუთის  განმავლობაში ფულადი დეპოზიტის დადასტურებით.
    8.2. პროტესტის დროს მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს ინციდენტის ამსახველი ფოტო ან ვიდეო  მასალა.
    8.3. პროტესტი რბოლის წესების დარღვევაზე ან არაკორექტულ ქმედებაზე 100 ლარი.
    8.4. პროტესტის თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ უბრუნდება განმაცხადებელს პროტეს-ტის  გამართლების შემთხვევაში.
  1. შენიშვნები და  განმარტებები
    9.1.      ორგანიზატორს უფლება აქვს შეიტანოს დამატებები და ცვლილებები ასპარეზობის  დებულებაში,  წინასწარი  ან  საერთო  განცხადების  სახით სავალდებულო ბრიფინგის დროს. შეჯიბრების მსვლელობის დროს ცვლილების უფლება აქვს მხოლოდ შეჯიბრების ხელმძღვანელს კომისართან შეთანხმებით.
    9.2.      ორგანიზატორი   უფლებამოსილია   გადაიტანოს   ან   შეწყვიტოს   შეჯიბრება   ფორს-მაჟორული ან  ორგანიზატორისგან     დამოუკიდებელი     მიზეზების     გამო .     აღნიშნულის შემთხვევაში  არ  აგებს  პასუხს  მიყენებულ  მორალურ  და  მატერიალურ  ზარალზე.

 

„საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი“

Close Menu
×
×

Cart