აღწერა
წყვილთა რბოლა -1 ეტაპი
- ადგილზე რეგისტრაცია 9:00 დან 10:30 ამდე.
- კვალიფიკაცია 11:00
- სტარტი 13:00
წყვილთა რბოლა იმართება ორ ავტომობილს შორის, რომლებიც სტარტს იღებს ერთმანეთის პარალელურად ან საპირისპირო მიმართულებით. სარბოლო ტრასა შედგება სხვადასხვა სირთულის მონაკვეთებისგან. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. რბოლა გრძელდება 2 გამარჯვებამდე. პირველი გარბენის შემდეგ მონაწილეები იცვლიან პოზიციებს. 2 გარბენის შედეგად ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში იმართება მესამე კონტრ-გარბენი. კონტრ-გარბენზე სასტარტო პოზიცია ნაწილდება კენჭისყრით. თითოეული გარბენი გრძელდება არაუმეტეს 5 წუთისა.
წყვილთა რბოლაში ავტომობილები იყოფა შემდეგ კლასებად:
- მონო (წინა წამყვანი /უკანა წამყვანი)
- კვადრო (4×4)
- აბსოლიტური
აბსოლუტურ ჩათვლაში დაიშვება კლასებში გამარჯვებული და პრიზიორი მონაწილეები.
კონკრეტული ღონისძიებების დებულებით შესაძლებელია დაშვებული იქნას კონკრეტული კლასები ან აბსოლუტური ჩათვლა. - სამივე კლასის მონაწილე დაიშვება მხოლოდ საბურავით Max Performance.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღებამდე:
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.