Selected:

Rally Sprint-II 30 მაისი

Rally Sprint-II 30 მაისი

Rally Sprint-II 30 მაისი

SKU N/A კატეგორია

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

2021 წელი

აღწერა

ვისაც არ გაუვლია ონლაინ რეგისტრაცია ხვალ 30 მაისს დილის 8:00 – 9:00 ამდე ადგილზე უნდა გაიაროს.

გთხოვთ არ დააგვიანოთ რეგისტრაციაზე…..

Rally Sprint II -ეტაპი. 30 მაისი  2021წ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი.
  • რეგისტრაცია იქნება მხოლოდ ინტერნეტით 29 მაისის 23:59 ამდე.
  • შეჯიბრის დღეს რეგისტრაცია არ იქნება !
  • ყველა მონაწილე უნდა გამოცხადდეს 8:30 სთ.
  • ბრიფინგი 9:00 სთ.
  • გზის გაცნობა: 9:30 სთ.
  • სტარტი: 10:00 სთ.
*რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოთ მართვის მოწმობა!
შეჯიბრი შედგება ოთხი გარბენისგან, ორი წაღმა და ორიც უკუღმა, ოთხივე გარბენი არის ჩათვლითი!
ავტომობილზე გამართულად უნდა მუშაობდეს უსაფრთხოების ღვედი და თან იქონიოთ სარბოლო ჩაფხუტი!
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ჰყავს ავტომობილი.
შეჯიბრი დაიყოფა კლასებად:
  • მოყვარულები.
  • პროფესიონალები.

 

მოყვარულების კლასში ძრავები დაიყოფა შემდეგნაირად:
  • AM2000  2.0 ამდე .
  • AM3000 2.0 იდან 3.0 ამდე .
  • AM OverAll აბსოლუტური ჩათვლა (3000სმ3 და მეტი. მათ შორის AM2000 და AM30000).


ნახევრად პროფესიონალები.

  • SemiPro  ნახევრად პროფესიონალი კლასი სადაც დაშვებულია სპორტული ან ნახევრად სპორტული საბურავით (სლიკი-პოლუსლიკი).
    ძრავის მოცულობაზე  შეზღუდვა არარის.

 

ძრავზე კოეფიციენტები იქნება შემდეგნაირად.

ძრავი კოეფიციაენტი
Diesel 0.9
VTEC, VVTI, M 1.2
Compressor 1.4
Turbo Diesel 1.5
Turbo Petrol 1.7
Rotor კუბატურის მიუხედავად ყველა ხვდება AM OverAll-ში

 

მოყვარულთა კლასში აკრძალულია ნახევრად სლიკისა და სლიკის გამოყენება. დაუშვებელია მოყვარულების კლასში მონაწილეობა მიიღოს ლიცენზირებულმა მრბოლელმა!
ნახევრად პროფესიონალების კლასში მონაწილეობის მიიღებას შეძლებენ მოყვარული მრბოლელები ყველანაირი საბურავებზე შეზღუდვის გარეშე, არ იყოფა ავტომობილები ძრავების მიხედვით და შესაბამისად ძრავზე კოეფიციენტიც არ ენიჭებათ მონაწილეებს. აქაც დაუშვებელია მონაწილეობა მიიღოს ლიცენზირებულმა მრბოლელმა.
პროფესიონალების კლასში ძრავები დაიყოფა შემდეგნაირად:
  • 2.0 ამდე – PRO 2000
  • აბსოლუტური ჩათვლა – PRO OverAll (2000 სმ3 და მეტი. მათ შორის Legends და PRO2000).ძრავზე კოეფიციენტი ექნება მხოლოდ ტურბო დაბერვით მქონე ავტომობილებს! დაშვებულია ყველანაირი საბურავების გამოყენება, ლიცენზირებულ მრბოლელს მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც უსაფრთხოების კარკასით აღჭურვილი, ასევე სამოქალაქო ავტომობილით. დაუშვებელია ამ კლასში მოყვარული მრბოლელის მონაწილეობა!
  • ავტომობილები, რომელებიც აღჭურვილია უსაფრთხოების კარკასით ან/და დაშლილია ისე, რომ კარის დამცავი პანელები (აბივკები) აქვს მოხსნილი, მრბოლელს აუცილებლად უნდა ეცვას სარბოლო კომბინიზონი!
  • დაუშვებელია მოკლე შარვლით რბოლა.
  • შეჯიბრის დროს ავტომობილში აკრძალულია თანმხლები პირი!
  • შეჯიბრში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება 100 ლარით.
  • გუნდის შექმნის შემთხვევაში, გუნდელები არ უნდა იყვნენი ერთი კლასის წარმომადგენლები!
  • გუნდური ჩათვლა იმოქმედებს მხოლოდ მოყვარულ მრბოლელებში!
  • გუნდური განაცხადის საფასური განისაზღვრება დამატებით 50 ლარით!
  • გზის ნახაზი და 2021 წლის კალენდარი დაიდება ცალკე პოსტებად.

მოყვარულთა კლასში: AM2000, AM3000 და AM OverAll -სში.
თავის კლასში 4 გარბენიდან  საუკეთესო დრო ვისაც ექნება, უბრუნდება განაცხადის თანხა 100 ლარი.

 

✅ კომპანია STOCK-ის მიერ დაწესებული პრიზები:
1⃣ ადგილი ყველა კლასში – toptul ქანჩების ნაკრები.
2⃣ ადგილი ყველა კლასში ავტომანქანის ელექტრო ნასოსი.
3⃣ ადგილი ყველა კლასში toptul ქანჩების ნაკრები.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ 032 242 12 20
📱 568600600

 

გისურვებთ წარმატებას და სასიამოვნო რბოლას ….
P.s. პირბადის ტარება ტერიტორიაზე სავალდებულოა!!!

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

AM OverAll აბსოლუტური ჩათვლა, AM2000 -2.0 ამდე, AM3000 2.0 იდან 3.0 ამდე, PRO OverAll 2.0 დან >, PRO2000 – 2.0 ამდე, SemiPro-კლასი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Rally Sprint-II 30 მაისი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Menu
×
×

Cart